საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

თანამშრომლობის ძირითადი სფეროები:

საქართველოსა და სლოვენიის რესპუბლიკას შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები დინამიურად ვითარდება. ამასთან, აქტიურია თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.

ქვეყნებს შორის ხელმოწერილია 6 შეთანხმება, რომლითაც რეგულირდება კულტურის, განათლების, ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების, მგზავრებისა და ტვირთების საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტირების, ხანმოკლე ვიზის აღების ვალდებულებისგან სამსახურეობრივი პასპორტების მფლობელთა გათავისუფლების და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები.

საქართველოსა და სლოვენიის საკანონმდებლო ორგანოებში ფუნქციონირებს პარლამენტთაშორისი მეგობრობის ჯგუფები.

შეინიშნება ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების ტენდენცია. 2016 წელს, სლოვენიის და საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატებს შორის ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს.

2016 წელს, საქართველოს პრეზიდენტის სლოვენიაში პირველი ოფიციალური ვიზიტისას, ლიუბლიანაში, თბილისის ქუჩაზე მდებარე სკვერში საქართველოსა და სლოვენიას შორის „მეგობრობის სკამი“ გაიხსნა.

საქართველოსა და სლოვენიას შორის დაძმობილებული ქალაქები არიან თბილისი - ლიუბლიანა და ქუთაისი - მარიბორი.

ეკონომიკური თანამშრომლობა

სავაჭრო ბრუნვა (ათასი აშშ დოლარი)

წლები

2011

2012

2013

2014

ბრუნვა

18,313.0

17,297.2

22,426.3

21,668.8

ექსპორტი

128.7

34.9

79.7

0,585.7

იმპორტი

18,184.2

17,262.3

22,346.6

21.083.1

ძირითადი სასაქონლო პოზიციები საქართველოდან სლოვენიაში: მანგანუმის ოქსიდები, მოწყობილობები ჰაერის კონდენცირებისთვის, ავტომობილის მოწყობილობები და სხვა.

ძირითად სასაქონლო პოზიციები სლოვენიიდან საქართველოში: სამკურნალო საშუალებები, ელექტრო მოწყობილობები, კვების პროდუქტები, სარეცხი მანქანები და სხვა.