საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრა გამართა სლოვენიელ კოლეგასთან მირო ცერართან.

📢 მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრა გამართა სლოვენიელ კოლეგასთან მირო ცერართან.
✔️ მინისტრებმა დაადასტურეს ქვეყნებს შორის არსებული მაღალი დონის მეგობრული ურთიერთობები და ურთიერთმხარდაჭერა ყველა მიმართულებით.
🔹 კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა სლოვენიის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, ისევე როგორც საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის შეუქცევადობას.
👉 მინისტრებმა მიმოიხილეს სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები, მიესალმნენ ტურიზმის სფეროში აქტიურ კომუნიკაციას და სლოვენიის მხრიდან ტურისტების ზრდას საქართველოში, რასაც თავის მხრივ ხელი შეუწყო სლოვენიის მიერ საქართველოს უსაფრთხო ქვეყნის კატეგორიაში შეყვანამ, რაც კიდევ ერთი აღიარებაა საქართველოს მიერ წარმატებული რეფორმების განხორციელების, დემოკრატიის კონსოლიდაციისა და ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით.
იხილეთ ვრცლად: http://e.gov.ge/RaFpS