საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

სლოვენიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ: სლოვენიაში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურმა განაახლა მოქალაქეთა მიღება.

სლოვენიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ:

 სლოვენიაში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურმა განაახლა მოქალაქეთა მიღება.

 კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გაითვალისწინონ შემდეგი წესები: 

🔺მოქალაქეთა მიღება იწარმოებს ვებ-გვერდზე - “www.geoconsul.gov.ge” ელექტრონული განაცხადის რეგისტრაციის შემთხვევაში;

 🔺მოქალაქე უნდა გამოცხადდეს ზუსტად მისთვის განსაზღვრულ დროს თანმხლები პირების გარეშე (აღნიშნული არ ეხება არასრულწლოვნებს);

 🔺მოქალაქეს ეკრძალება საკონსულო სამსახურში გამოცხადება, თუ მას აღენიშნება რესპირატორული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები (ხველა, ტემპერატურა, ცემინება, საერთო სისუსტე, ცხელება, სუნთქვის გაძნელება და ა.შ.) ან იყო მჭიდრო კონტაქტში კორონავირუსით დაინფიცირებულ პირთან;

 🔺მოქალაქე უნდა გამოცხადდეს ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით (პირბადე, ხელთათმანი, ფარი ან სათვალე);

 🔺მოქალაქე ვალდებულია საკონსულო სამსახურში შესვლისთანავე გამოიყენოს მისაღებში განთავსებული სადეზინფექციო საშუალება;

 🔺 მოქალაქე ასევე ვალდებულია დაიცვას სოციალური დისტანცია და მოერიდოს მომსახურე პერსონალთან მჭიდრო კონტაქტს;

🔺მოქალაქე ვალდებულია თავი შეიკავოს დამატებითი საგნების შეხებისგან, გარდა სადეზინფექციო საშუალებებისა და მომსახურების გაწევის დროს საჭირო ნივთებისა.

🔺არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, კიდევ ერთხელ მოგმართავთ თხოვნით, რათა დაიცვათ საკუთარი და სხვების ჯანმრთელობა!

🔺 დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურს: + 386 40 337788

https://www.geoconsul.gov.ge