საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ლიუბლიანაში ევროპული ენების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები. European Day of Languages in Ljubljana.

2018 წლის 25-28 სექტემბერს, სლოვენიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომ მონაწილეობა მიიღო ევროპული ენების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში.  ლიუბლიანის რამდენიმე საშუალო სკოლაში და  ასევე, კინოთეატრი „ბეჟიგრად“-ში ჩატარდა ქართული ენის გაკვეთილები, რომლებშიც მონაწილეობა მიიღეს 300-მდე სკოლის მოსწავლე და სტუდენტი. ქართული ენის გაკვეთილებზე მოსწავლეებს მიეწოდათ ინფორმაცია საქართველოს ისტორიის, ქართული ენისა და ანბანის შესახებ, ასევე დაურიგდებათ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  სამინისტროს მიერ დამზადებული სხვადასხვა სახის პოსტერები, ბუკლეტები, დისკები და სხვა შესაბამისი მასალა.