საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩი ირაკლი კოპლატაძე დაესწრო სლოვენიის საერთაშორისო ფინანსური საექსპერტო ცენტრის “Center for Excellence in Finance” (CEF) წლიურ ანგარიშს

4 თებერვალს, საქართველოს ელჩი ირაკლი კოპლატაძე დაესწრო სლოვენიის საერთაშორისო ფინანსური საექსპერტო ცენტრის “Center for Excellence in Finance” (CEF) წლიურ ანგარიშს სლოვენიის მთავრობის წარმომადგენლების, აკრედიტებული დიპკორპუსის და პარტნიორი ორგანიზაციებისთვის. მისასლმებელი სიტყვა წარმოთქვა ორგანიზაციის დირექტორმა იანა რეპანშეკმა და რამდენჯერმე ახსენა საქართველო, როგორც საჯარო სექტორში შიდა აუდიტორული (TIAPS) და სახელმწიფო ფინანსური მენეჯმენტის პროგრამების/ტრენინგების ერთ-ერთი აქტიური მომხმარებელი; მან ასევე გამოთქვა დიდი იმედი, რომ ეს და სხვა პროექტები გაგრძელდება 2020 წელს, როგორც GIZ-ის, ასევე სხვა სპონსორების მეშვეობით. მიღების ფარგლებში ელჩი ესაუბრა სლოვენიის ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს, ანდრეი ბერტონცელს და CEF-ის დირექტორს, იანა რეპანშეკს, რომელთაც ზემოხსენებული მიმდინარე პროექტი შეაფასეს როგორც საქართველოსა და სლოვენიას შორის ორმხრივი კონკრეტული თანამშრომლობის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი.