საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

„დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში წარმოსადგენი განაცხადების შემოტანის ვადა გახანგრძლივდა 2020 წლის 23 ივნისამდე

ძვირფასო თანამემამულეებო,დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობისპროექტისადმი დიასპორაში არსებული მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, აგრეთვე, მასში ჩვენი თანამემამულეების უფრო ფართო ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით, პროგრამის ფარგლებში წარმოსადგენი განაცხადების შემოტანის ვადა გახანგრძლივდა 2020 წლის 23 ივნისამდე.

საგრანტო განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტების მიღება, მითითებული ვადების გათვალისწინებით, განხორციელდება მხოლოდ ელექტრონულად, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: [email protected]

ინფორმაცია საგრანტო პროექტის შესახებ განთავსებულია საელჩოს და სამინისტროს ვებ და ფეისბუქის გვერდებზე. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, ჩვენს თანამემამულეებს შეუძლიათ მიმართონ საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დიასპორული პროგრამების სამმართველოს მრჩეველს, ეკატერინი კუპატაძიდუს: ტელ.: (+995 32) 2945000 (შიდა - 3108), მობ.: +995 551 080 060.

 

http://slovenia.mfa.gov.ge/default.aspx?sec_id=447&lang=1&NewsID=143467&fbclid=IwAR0THKQr2Gqu3kEZts4LCM2lY9MqI-w7Wx0ViFW4noTESkWGgm6qoI57PsA