საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს და სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი

24 აგვისტოს, საქართველოს და სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის  სატელეფონო საუბარი გაიმართა, რომლის ფარგლებშიც მაღალი შეფასება მიეცა ორ მეგობარ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს, განხილულ იქნა ორმხრივი და მრვალმხრივი ურთიერთობების სრული სპექტრი და დაისახა პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის გარღმავების გზები.

სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბ-ნმა ანჟე ლოგარმა, დაადასტურა საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა, მაღალი შეფასება მიცა საქართველოს მონაწილეობას ნატოს სამშვიდობო მისიებში და კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი მზაობა სლოვენიაში პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში უმასპინძლოს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბ-ნ დავით ზალკალიანს, როგორც კი ამის შესაძლებლობას პიდემიოლოგიური მდგომარეობა მოგვცემს.