საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

შეხვედრა ბ-ნ იგორ ზორჩიჩთან

🇬🇪🇸🇮
23 სექტემბერს სლოვენიის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა ირაკლი კოპლატაძემ შეხვედრა გამართა სლოვენიის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარესთან, ბ-ნ იგორ ზორჩიჩთან. საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის პარლამენტშორისი ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებს. ბ-ნმა ზორჩიჩმა ხაზი გაუსვა, რომ სლოვენია ერთგულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და მისი ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისადმი. მან კმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოსა და სლოვენიის პარლამენტებში არსებობს მეგობართა ჯგუფები, წარმატება უსურვა საქართველოს მომავალ საპარლამენტო არჩევნებში და გამოთქვა მზადყოფნა, რომ ხელი შეუწყოს პარლამნტთაშორისი ურთიერთობების შემდგომ გააქტიურებას.