საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

6 მარტიდან სლოვენიაში გამკაცრდა საზღვრის კვეთის რეგულაციები.

❗️❗️❗️🇬🇪 საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!

🇸🇮 სლოვენიის მთავრობის გადაწყვეტილებით, მ.წ 6 მარტიდან სლოვენიაში გამკაცრდა საზღვრის კვეთის რეგულაციები.
ახალი განკარგულება შეიცავს შემდეგ ძირითად პირობებს:
თუ სლოვენიაში შემოსვლისას პიროვნება მიმართავს კარანტინს, კარანტინის დასრულება შესაძლებელია PCR ან სწრაფი ანტიგენის ტესტის გამოკვლევის საფუძველზე, კარანტინის დაწყებიდან არა უგვიანეს 5 დღის ვადაში.
განკარგულება ასევე განსაზღვრავს სარკინიგზო და საგზაო გამშვებ პუნქტებში მიმოსვლას იტალიის, ავსტრიისა და უნგრეთის რესპუბლიკებში. საგუშაგოები იყოფა ორ კატეგორიად:
• A კატეგორია სასზღვრო საგუშაგო გამშვები პუნქტი - ღიაა ყველა კატეგორიის პირისთვის;
• B კატეგორია სასზღვრო გამშვები პუნქტი - ღიაა მხოლოდ განკარგულებაში მითითებული კანონმდებლობის მე-10 მუხლში აღნიშნული პირებისათვის, მაღალი ეპიდემიოლოგიური საფრთხის რისკის შემცველი ქვეყნებიდან ან მათი ადმინისტრაციული ერთეულებიდან, რომლებიც გათავისუფლებული არიან საკარანტინო და უარყოფითი CARS COVID ტესტის ვალდებულებისაგან:

🛑 პირები, რომლებიც გაგზავნილნი არიან სამსახურეობრივი მოვალეობის შესასრულებლად საერთაშორისო ტრანსპორტირების მიზნით, ან ბრუნდებიან უკან.
🛑იმპორტ-ექსპორტით დაკავებული პირები, რომლებიც ახორციელებენ საქონლის ან მგზავრების ტრანსპორტირებას ტრანზიტით სლოვენიის რესპუბლიკაში და ტოვებენ მას შემოსვლიდან 8 საათის ვადაში;
🛑პირები, რომლებიც სლოვენიის რესპუბლიკიდან ტრანსპორტირებას უკეთებენ საქონელს ან მგზავრებს და სლოვენიის რესპუბლიკაში ბრუნდებიან გასვლიდან 8 საათის ვადაში.
🛑პირები, რომლებიც სლოვენიის ტერიტორიაზე შემოდიან ტრანზიტით და მას ტოვებენ შემოსვლიდან 6 საათის ვადაში.

🛑დიპლომატიური პასპორტის მქონე პირები;

🛑უსაფრთხოების ორგანოების (პოლიციის ან სასამართლოს წარმომადგენლები), რომლებიც ასრულებენ ოფიციალურ სამსახურებრივ მოვალეობებს და სასწრაფო წესით გადიან სლოვენიის რესპუბლიკიდან და სამსახურებრივი მოვალეობის მოხდის შემდეგ დაუყონებლივ ბრუნდებიან სლოვენიის რესპუბლიკაში;
🛑პირები, რომლებიც გადაყვანილები არიან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილის მიერ სამედიცინო პერსონალთან ერთად სლოვენიის რესპუბლიკაში;
🛑13 წლამდე ბავშვები, რომლებიც კვეთენ საზღვარს ოჯახის წევრებთან ან ნათესავებთან ერთად, რომლებსაც არ ესაჭიროებათ კარანტინის სახლში მოხდა და მათ საზღვარი არ უკრძალავთ სლოვენიის რესპუბლიკაში შესვლას;
🛑დაცვისა და სამაშველო სამსახურების, ჯანმრთელობის დაცვის, პოლიციისა და სახანძრო სამსახურებში მომუშავე პირები ან სხვა პირები, რომლებიც ახორციელებენ ჰუმანიტარულ ტრანსპორტირებას ან სამაშველო მისიებს ბუნებრივი კატასტროფების აღმოსაფხვრელად;
🛑სლოვენიის შეიარღებული ძალების თანამშრომლები, პოლიცია ან სახელმწიფო სამსახურის მომსახურე პირები და საზღვარგარეთიდან მივლინებიდან დაბრუნებული ხელისუფლების წარმომადგენლები.
განკარგულების მე-10 მუხლი ასევე განსაზღვრავს პირთა შემდეგ კატეგორიებს, რომლებიც ვალდებულნი არიან წარადგინონ ნეგატიური SARS COV-2 ტესტი, რომელიც განსაზღვრავს არაუმეტეს 7 დღის ვადას (მიღებული PCR მეთოდით ან სწრაფი ანტიგენის ტესტით) კარანტინიდან განთავისუფლების მიზნით:
🛑ყოველდღიურად საზღვრის გადამკვეთი პირები, რომლებსაც აკავშირებთ სამსახურებრივი ურთიერთობები შენგენის ზონის ქვეყნებთან, რომლის მტკიცებულებასაც ისინი წარმოადგენენ ხელმოწერილი განცხადებით, რომელიც ამართლებს ყოველდღიურად საზღვრის გადაკვეთის მიზეზებს და საზღვრის გადაკვეთიდან ისინი ბრუნდებიან 14 საათის ვადაში;
🛑პირები, რომლებიც საზღვარს კვეთენ ყოველდღიურად ან პერიოდულად, განათლების, ტრენინგებისა და სხვა სამეცნიერო კვლევების მიზნით, სლოვენიის რესპუბლიკაში ან სხვა ევროპის შენგენის ზონის ქვეყნებში და გააჩნიათ ამის საკმარისი მტკიცებულება. თუკი ასეთი პირი არის არასრულწლოვანი ან სხვა მიზეზების გამო მას არ შეუძლია დამოუკიდებლად მოგზაურობა, შესვლის პირობები ასევე მოქმედებს თანმხლებ პირზე, რომელიც მოვალეობის დასრულებისთანავე უკან კვეთს საზღვარს დაუყონებლივ;
🛑პირს, რომელსაც აქვს დანიშნული სამედიცინო კონსულტაცია სლოვენიის რესპუბლიკაში და დატოვებს სლოვენიის საზღვარს მისი დასრულებისთანავე. თუ სამედიცინო კონსულტაცია სლოვენიის რესპუბლიკაში დანიშნული აქვს არასრულწლოვან პირს, რომელიც მის მეურვესთან ერთად მოგზაურობს, ასევე უფლება აქვს იგივე პირობებით გადაკვეთოს საზღვარი სლოვენიის რესპუბლიკაში;
🛑ევროკავშირის წევრი ქვეყნების ან შენგენის ზონის ქვეყნების მოქალაქეები, რომლებიც საზღვარს კვეთენ შენგენის სხვა ქვეყნებიდან, პიროვნების მოვლისა და საჭირო დახმარების გაწევის მიზნით, ოჯახის წევრზე მზრუნველობის მიზნით, მშობლების მიმართ მზრუნველობისა და მოვლის მიზნით, შვილთან კონტაქტის მიზნით, ან თუ ის ასრულებს სარემონტო სამუშაოებს კერძო საკუთრებაში, ან იჯარით აღებულ საკუთრებაში და საზღვარს ტოვებს შემოსვლიდან 12 საათის ვადაში;
🛑პირები, რომლებიც ფლობენ ან იჯარით აღებული აქვთ მიწის ნაკვეთი სასაზღვრო ზონაში ან სახელმწიფო საზღვრის ორივე მხარეს, კვეთენ მეზობელ ქვეყანასთან სახელმწიფო საზღვარს, სოფლის მეურნეობისა და სატყეო სამუშაოების მიზნით, რომლის შესრულების შემდეგაც დაუყონებლივ ტოვებენ ქვეყნის ტერიტორიას.
იტალიის რესპუბლიკასთან საგზაო სასზღვრო საგუშაგოები განლაგებულია:
1. კატეგორია A:
- Vrtojba- St- Andrea,
- Fernetiči- Fernetti
- Škofije-Rabuiese
2. კატეგორია B:
- Krvavi potok- Pesse ( from 5.00 to 23,00)
- Robič – Stupizza (from 5.00 to 23.00) დაკეტილია კვირა დღეს და საზოგადორბრივ დღესასწაულებზე
- Nova Gorica ( Erjavčeva ulica)- Gorizia ( Via San Gbariele) ( from 6.00 to 21.00)
- Neblo- Vallico di Venco ( from 7.00 to 9.00 and from 16.00 to 19.00)
- Rateče ( from 6.00 to 21.00)
ავსტრიის რესპუბლიკასთან საგზაო სასზღვრო საგუშაგოები განლაგებულია:
1. კატეგორია A:
- Karavanke – Karawankentunnel,
- Ljubelj – Loibltunnel,
- Šentilj (motorway) – Spielfeld ( Autobahn)
- Gornja Radgona – Bad Radkersburg,
- Gederovici Sicheldorf,
2. კატეგორია B:
- Holmec – Grablach (from 5.00 to 23.00)
- Vič – Lavamund (from 5.00 to 23.00)
- Šentilj (highway) (from 5.00 to 7.00 and from 17.00 to 19.00)
- Trate – Mureck (from 5.00 to 8.00 and from 16.00 to 20.00)
- Jurij – Langegg (from 5.00 to 8.00 and from 16.00 to 19.00)
- Kuzma – Bonisdorf (from 5.00 to 23.00)
უნგრეთის რესპუბლიკასთან საგზაო სასზღვრო საგუშაგოები განლაგებულია:
1. კატეგორია A:
- Dolga vas Redics and
- Prince (motorway)- Torniyszentmiklos (Orszagut)
2. კატეგორია B:
- Hodoš ((from 6.00 to 8.00 and from 14.00 to 15.00 and from 19.00 to 20.00)
- Čepinci (from 6.00 to 8.00 and from 14.00 to 16.00)
სლოვენიის, ავსტრიის, უნგრეთისა და იტალიის რესპუბლიკის მოქალაქეებს, ისევე როგორც ევროკავშირის ქვეყნების რეზიდენტებს, შეუძლიათ სლოვენიის რესპუბლიკაში შევიდნენ მოცემული სასაზღვრო საგუშაგოების საშუალებით, თუ ისინი აკმაყოფილებენ საზღვრის კვეთისთვის აუცილებელ კრიტერიუმებს.
გარდა ამისა, სლოვენიის რესპუბლიკის მთავრობამ ასევე შეიტანა ცვლილებები ქვეყნებისა და მათი ადმინისტრაციული ერთეულების, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის მქონე ქვეყნების ჩამონათვალში (წითელი სია) სლოვენიის სასაზღვრო პუნქტებში არსებული შესვლის შეზღუდვებისა და სხვა ზომების შესახებ დეტალური ინფორმაციის მითითებით. ქვეყნებისა და ქვეყნების ადმინისტრაციული ერთეულების წითელი სია მოცემულია შესაბამის ბმულზე:
https://www.gov.si/en/topics/coronavirus-disease-covid-19/border-crossing/ 

❗️❗️❗️დამატებით გაცნობებთ:
1. სლოვენიის რესპუბლიკაში ტრანზიტის დროის ვადა შეადგენს 6 საათს;
2. სლოვენიის რესპუბლიკაში შემოსვლის აუცილებელი პირობა: PCR ან სწრაფი ანტიგენის ტესტის ნეგატიური პასუხი, რომლის ვადაც შეადგენს არა უგვიანეს 48 საათს;
3. იმ შემთხვეაში, თუ პიროვნებას გაკეთებული აქვს კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია (PFIZER) ორი დოზა, სლოვენიის რესპუბლიკაში შემოსვლა შეუძლია ტესტირებისა და კარანტინის გარეშე ვაქცინის მეორე დოზის მიღებიდან 7 დღის შემდეგ;
4. Meden-ას ვაქცინის მიღების შემთხვევაში, მეორე დოზის მიღებიდან 14 დღის შემდეგ;
5. AstraZeneca-ას ვაქცინის შემთხვევაში, პირველი დოზის მიღებისთანავე.
https://www.policija.si/kontakti/vprasanja-policiji-glede-covid-19