საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

სლოვენიაში 15 ივლისდან შესვლის ახალი წესები ამოქმედდა.

სლოვენიაში 15 ივლისდან შესვლის ახალი წესები ამოქმედდა.
ქვეყნების ე.წ. „ფერადი“ კოდირებული სიები გაუქმდა; ამიერიდან ქვეყანაში შესასვლელად ნებისმიერ მგზავრს, მიუხედავად იმისა, თუ რომელი ქვეყნიდან მოემგზავრება, ესაჭიროება ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი:
1. Covid-სერთიფიკატი;
· მისაღებია ევროკავშირის ციფრული სერთიფიკატი და მესამე ქვეყნების მიერ ინგლისურ ენაზე გაცემული ექვივალენტური სერთიფიკატები, რომელსაც აქვს QR კოდი და ის ინფორმაცია, რომელიც შეესაბამება ევროკავშირის სერთიფიკატს.
· მისაღები ვაქცინებია:
- Pfizer/BioNtech: მინიმუმ შვიდი დღე მეორე დოზიდან;
- Moderna: მინიმუმ 14 დღე მეორე დოზიდან;
- AstraZeneca: მინიმუმ 21 დღე პირველი დოზიდან;
- Janssen: მინიმუმ 14 დღე;
- რუსული Sputnik V: მინიმუმ 14 დღე მეორე დოზიდან;
- ჩინური Sinovac: მინიმუმ 14 დღე მეორე დოზიდან;
- ჩინური Sinopharm:მინიმუმ 14 დღე მეორე დოზიდან.
2. უარყოფითი PCR ტესტი ბოლო 72 საათის განმავლობაში;
შენიშვნა: PCR ტესტი დამაკმაყოფილებელია, თუ ის ჩატარებულია ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, შენგენის ზონის ქვეყნებში, ავსტრალიაში, ისრაელში, კანადაში, ახალ ზელანდიაში, რუსეთში, სერბეთში, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში ან ამერიკის შეერთებულ შტატებში და ასევე, საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის გამშვებ პუნქტებზე, აგრეთვე თურქეთში.
3. უარყოფითი სწრაფი ანტიგენი ბოლო 48 საათის განმავლობაში;
შენიშვნა: ანტიგენის სწრაფი ტესტი დამაკმაყოფილებელია, თუ ის ჩატარებულია ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, შენგენის ზონის ქვეყნებში, ავსტრალიაში, ისრაელში, კანადაში, ახალ ზელანდიაში, რუსეთში, სერბეთში, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში ან ამერიკის შეერთებულ შტატებში და აგრეთვე, საერთაშორისო საჰაერო გამშვებ პუნქტებში, ასევე თურქეთში, და თუ ის შედის შემდეგ ჩამონათვალში: listed on the common list of COVID 19 rapid antigen tests (ANNEX I: Common list of rapid antigen tests).
4. სამედიცინო ცნობა, რომ ისინი კოვიდ-დაავადებიდან გამოჯანმრთელდნენ. ცნობა უნდა აღემატებოდეს 10 დღეს, მაგრამ არ უნდა იყოს 6 თვეზე ძველი.
შენიშვნა: აღნიშნული ცნობა გაცემული უნდა იყოს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, შენგენის ზონის ქვეყნებში, ავსტრალიაში, ისრაელში, კანადაში, ახალ ზელანდიაში, რუსეთში, სერბეთში, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში ან ამერიკის შეერთებულ შტატებში და ასევე, საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის გამშვებ პუნქტებზე, აგრეთვე თურქეთში.
შესაბამისი სერთიფიკატების არ მქონე მოქალაქეებს მოუწევთ კარანტინის გავლა ათი დღის განმავლობაში, ხოლო უცხოელებს, რომლებსაც არ გააჩნიათ სლოვენიაში მუდმივი ან დროებითი ცხოვრების უფლება, დაიშვებიან კარანტინში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაადასტურებენ, რომ აქვთ კარანტინის გავლის იზოლირებული ადგილი, ათი დღის განმავლობაში.
🔴 არის გამონაკლისებიც:

1. ტრანზიტით მიმავალი მგზავრები და სატვირთო მანქანების მძღოლები;

❗️15 აგვისტოდან ტრანზიტულ მგზავრებსაც მოეთხოვებათ ვაქცინაციის სერთიფიკატი, პსრ/ანტიგენ ტესტი ან ცნობა, რომ პირს გადატანილი აქვს კოვიდი.
რეგულაციები იხ.:

2. საზღვრის ორივე მხარეს მდებარე მიწის მფლობელები;
3. 15 წლამდე ასაკის არასრულწლოვნები.