საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საგარეო საქმეთა სამინისტრომ არჩევნებისთვის მზადება ჯერ კიდევ აპრილის თვეში დაიწყო

საქართველოს ვიცეპრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის თქმით, 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები დააკვირდებიან.

 როგორც ვიცეპრემიერმა განაცხადა, არჩევნებისთვის მზადება საქართველოს მთავრობამ დიდი ხნით ადრე,  ჯერ კიდევ აპრილის თვეში დაიწყო. დამკვირვებლების გამოგზავნის თხოვნით ოფიციალური მოსაწვევი ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას, მათ  შორის,   ეუთო-ოდირის სადამკვირვებლო მისიას, ასევე  ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას და პარტნიორ ქვეყანას გაეგზავნა.  „ორი მოსაწვევი გაიგზავნა, ერთი აპრილში, სანამ თარიღი გამოცხადდებოდა, ხოლო მეორე - არჩევნების თარიღის: 2 ოქტომბრის ოფიციალურად გამოცხადებისთანავე“ - დასძინა ზალკალიანმა.

 მისი თქმით, ეუთო-ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელობა თბილისშია და საგარეო საქმეთა სამინისტროში  უკვე გაიმართა მათთან შეხვედრა.  „ჩვენ მათ დახმარებას ვუწვეთ ყველა საორგანიზაციო საკითხთან დაკავშირებით, რათა მათ ყველა პირობა ჰქონდეთ ნორმალური ფუნქციონირებისთვის, მათ შორის პანდემიის პირობებში. ამაში წინა  არჩევნებზე მიღებული გამოცდილებაც გვეხმარება“ - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

 მინისტრის განცხადებით, ეუთო-ოდირის სადამკვირვებლო მისიის მხრიდან, საარჩევნო პროცესს  350 მოკლევადიანი დამკვირვებელი დააკვირდება, თუმცა, არსებობს მოლოდინი, რომ დამკვირვებელთა რაოდენობა ბევრად მეტი იქნება, ვიდრე წინა არჩევნებზე, ვინაიდან საგარეო უწყებამ ოფიციალურად მიიწვია ასევე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა, ნატოს საპარლამენტო ასამბლეა, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციები“.

 https://mfa.gov.ge/News/%E2%80%8Bsagareo-saqmeta-saministrom-archevnebistvis-mzade.aspx?CatID=5&lang=ka-GE