საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს პარლამენტის სლოვენიის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ვიქტორ სანიკიძე სლოვენიის რესპუბლიკის ელჩს, ტომაჟ მენცინს შეხვდა.

საქართველოს პარლამენტის სლოვენიის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ვიქტორ სანიკიძე სლოვენიის რესპუბლიკის ელჩს, ტომაჟ მენცინს შეხვდა.

 

შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები და საპარლამენტო თანამშრომლობის მიმართულებები განიხილეს.

 

აღინიშნა, რომ სლოვენიის მხარე მიესალმება საქართველოს საგარეო მისწრაფებებს ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის კუთხით და მზაობას გამოთქვამს ქართველ კოლეგებს საკუთარი ცოდნა და გამოცდილება გაუზიაროს.

 

ვიქტორ სანიკიძემ სლოვენიელ დიპლომატს მისი ქვეყნის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავებაზე მზადყოფა გამოთქვა.

 

https://bit.ly/30xLBo7