საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი სლოვენიის რესპუბლიკაში

2016 წლის 17-19 ივლისს გაიმართა საქართველოს პრეზიდენტის ბატონ გიორგი მარგველაშვილის ოფიციალური ვიზიტი სლოვენიის რესპუბლიკაში. ვიზიტის დროს მას შეხვედრები ჰქონდა სლოვენიის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ბორუთ პაჰორთან, პრემიერ-მინისტრთან მირო ცერართან, ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტთან მილან ბრგლეზთან, ქალაქების ლიუბლიანის და პირანის მერებთან. ასევე გაიმართა სამუშაო სადილი სლოვენიის ინფრასტრუქტურის მინისტრთან და საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან. ვიზიტის ფარგლებში, 2016 წლის 18 ივლისს, ხელი მოეწერა საქართველოსა და სლოვენიის რეპუბლიკის მთავრობებს შორის შეთანხმებებს ეკონომიკური თანამშრომლობის და ხანმოკლე ვიზის აღების ვალდებულებისგან სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთა გათავისუფლების შესახებ. 2016 წლის 18 ივლისს ასევე გაიმართა საქართველოსა და სლოვენიის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ხელმძღვანელებს შორის პირველი ოფიციალური შეხვედრა, რომლის დროსაც, როგორც პალატებს შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე, ისე ბიზნეს-დელეგაციების ვიზიტების გაცვლის საკითხებზე იმსჯელეს. შეხვედრის დროს ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოსა და სლოვენიის რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატებს შორის.  2016 წლის 18 ივლისს . ლიუბლიანაში, თბილისის ქუჩაზე მდებარე სკვერში საქართველოსა და სლოვენიის რეპუბლიკის პრეზიდენტებმამეგობრობის სკამიგახსნეს.