საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ირაკლი კოპლატაძე

დაბადების თარიღი: 1965 წლის 5 ნოემბერი

ეროვნება: ქართველი

ოჯახური მდგომარეობა: დაქორწინებული, ჰყავს ორი ვაჟი

დიპლომატიური რანგი: ელჩი

პროფესიონალური გამოცდილება:

2013-2018 - ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში

2010-2013 - საქმეთა დროებითი რწმუნებული, საქართველოს საელჩო, დუბლინი

2006-2010 - დესპანი, მისის ხელმძღვანელის მოადგილე, საქართველოს საელჩო, ანკარა

2004-2005 წლებში - განსაკუთრებულ დავალებათა ელჩი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს ეკონომიკური უსაფრთხოების დეპარტამენტის მთავარი მრჩეველი

2000-2003 წწ. - სახელმწიფო სოციალური დაზღვევის ფონდის გენერალური დირექტორი

1996-2000 - აღმასრულებელი დირექტორი, საქართველოს სოციალური ინვესტიციების ფონდი/მსოფლიო ბანკის პროექტი

1994-1996-მაკროეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი და მთავარი სახელმწიფო მრჩეველი მრავალმხრივ და ორმხრივ დონორებთან თანამშრომლობით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია

1991-1996-ლექტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

განათლება:

1993-1994-ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო სერთიფიკატი, მელბურნის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, ავსტრალია

1992- ეკონომიკისა და საბანკო საქმის სწავლების პროგრამა ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტოლოგიის სკოლის საზაფხულო სკოლაში

საჯარო ადმინისტრირების სასწავლო კურსები, კოლორადოს უნივერსიტეტი, ბოლდერის ეკონომიკის ინსტიტუტი

1987-1990-ასპირანტურა სოციალურ ეკონომიკაში, მოსკოვის შრომისა და სოციალური საკითხების ინსტიტუტი

1982-1987-ეკონომიკა, დიპლომი წარჩინებით. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

1982-1987-საერთაშორისო ურთიერთობები. დიპლომი წარჩინებით. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

კურსები:

2002 - გერმანიის სოციალური დაზღვევის ფონდი, ბერლინი, გერმანია

1998 - ჰონდურასის სოციალური ინვესტიციების ფონდი, ტეგუსიგალპა, ჰონდურასი

1996 წ. - ვენის ინსტიტუტი, ავსტრია - მაკროეკონომიკური პროგნოზირება და მოდელირება.

სემინარები/კონფერენციები:

2004 - საერთაშორისო შუასაუკუნეების კონგრესი, ლიდსი, დიდი ბრიტანეთი

2004 წელი - ინტელექტუალური ლანდშაფტის შეცვლა გვიან ანტიკურ ხანაში, CEU, ბუდაპეშტი, უნგრეთი

2003 - საერთაშორისო სოციალური ასოციაციის (ISSA) ყოველწლიური კონფერენცია, ჟენევა, შვეიცარია

ენების ცოდნა:

თავისუფლად ფლობს - ინგლისურ, რუსულ და ქართულ ენებს (მშობლიური), სალაპარაკოდ - თურქულ ენას

პროფესიული ორგანოების წევრობა:

საქართველოს ეკონომიკის რეფორმისა და განვითარების საერთაშორისო ცენტრის ასოციაცია. შუასაუკუნეების საერთაშორისო ასოციაცია.

საერთაშორისო ეკო-ტურიზმის ასოციაცია.

დამატებითი ინფორმაცია:

არის ბეჭდური ნაშრომის თანაავტორი: „ტაო-კლარჯეთი“ ქართული კულტურული მემკვიდრეობა თურქეთში (2004)

ავტორი: „საპენსიო ფონდების როლი გარდამავალი ეკონომიკის მაკროეკონომიკურ რეგულაციებში“ (ქართულად) 2000

მრავალი სამეცნიერო ნაშრომისა და პუბლიკაციის ავტორი (1990-2003 წწ)

„კვლევითი ექსპედიცია თურქეთში ქართული კულტურული მემკვიდრეობის იდენტიფიკაციისათვის“ (1996, 2004).