საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საელჩომ უმასპინძლა საქართველოს ეროვნული სატყეო სააგენტოს დელეგაციას

13 აპრილს სლოვენიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომ უმასპინძლა სლოვენიაში საქართველოს ეროვნული სატყეო სააგენტოს, ახალციხის კოლეჯის „ოპიზარი“ და სამცხე-ჯავახეთის ადგილობრივი თემების დელეგაციას (8 კაცის შემადგენლობით), რომლებიც 4-15 აპრილს სლოვენიის სოფლის მეურნეობისა და სატყეო დეპარტამენტის მოწვევით სასწავლო კურსებს გადიან სლოვენიის სხვადასხვა კუთხეებში.

სასწავლო კურსი განხორციელდა საქართველოსა და სლოვენიის სოფლის მეურნეობის სამინისტროებს შორის გაფორმებული ორმხრივი მემორანდუმისა და სლოვენიური მხარის მიერ ადიგენში დაფინანსებული სატყეო პროექტის ფარგლებში.

 

სლოვენიური მხარის ცნობით, მიმდინარე პროექტის ფარგლებში, სლოვენიური მხარე მ.წ. მაისში საპასუხო ვიზიტით ეწვევა სამცხე-ჯავახეთს.