Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
ლიუბლიანაში საერთაშორისო სატყეო ღონისძიება

ლიუბლიანაში საერთაშორისო სატყეო ღონისძიება

28 მაისს, ლიუბლიანაში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კონსტანტინე სურგულაძემ მონაწილეობა მიიღო სლოვენიის საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტროს, სლოვენიის სატყეო ინსტიტუტისა და სლოვენიის სატყეო სამსახურის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაში, რომელიც მიეძღვნა ტყის მდგრადი მართვის, გარემოს დაცვისა და კლიმატური გამოწვევების საკითხებს.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა ლიუბლიანაში

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა ლიუბლიანაში

2026 წლის 26 მაისს, სლოვენიის ფილარმონიაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა. მიღებას ესწრებოდნენ სლოვენიის რესპუბლიკის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ქვეყანაში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, აკადემიური და კულტურული წრეების, მედიისა და დიასპორის წარმომადგენლები.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს  „ჩემი ქართული სკოლა“

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს „ჩემი ქართული სკოლა“

გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს

გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს

თბილისსა და ლიუბლიანას შორის თანამშრომლობა

თბილისსა და ლიუბლიანას შორის თანამშრომლობა

საქართველოს ელჩმა სლოვენიაში, კონსტანტინე სურგულაძემ საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად, შეხვედრა გამართა ლიუბლიანას ვიცე-მერებთან — დეიან ცრნეკთან და პროფესორ იანეზ კოჟელთან, ასევე ლიუბლიანას ციხესიმაგრის დირექტორსა და დირექტორის მოადგილესთან — მატეია ვალენტანთან და მარკო ბრუნსკოლესთან. შეხვედრის ფარგლებში, განხილულ იქნა საქართველოსა და სლოვენიას შორის მეგობრული ურთიერთობების შემდგომი გაღრმავება და თბილისსა და ლიუბლიანას შორის თანამშრომლობის შესაძლებლობები. დაფიქსირდა ორივე მხარის ინტერესი ერთობლივი პროექტების განხორციელების მიმართულებით. შეხვედრა თბილ და კონსტრუქციულ გარემოში წარიმართა.

საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაცია „ITF – ადამიანის უსაფრთხოების გაძლიერება“ შეხვედრა დირექტორ ტომაჟ ლოვრენჩიჩთან

საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაცია „ITF – ადამიანის უსაფრთხოების გაძლიერება“ შეხვედრა დირექტორ ტომაჟ ლოვრენჩიჩთან

სლოვენიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კონსტანტინე სურგულაძე შეხვედრა გამართა საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციის „ITF – ადამიანის უსაფრთხოების გაძლიერება“ (ITF-Enhancing Human Security) დირექტორთან ბატონ ტომაჟ ლოვრენჩიჩთან (Tomaž Lovrenčič).

სლოვენიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო ქალაქ კოპერში მუნიციპალურ, ეკონომიკურ და საზღვაო სფეროებში თანამშრომლობას აძლიერებს

სლოვენიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო ქალაქ კოპერში მუნიციპალურ, ეკონომიკურ და საზღვაო სფეროებში თანამშრომლობას აძლიერებს

7 მაისს, სლოვენიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, კონსტანტინე სურგულაძემ, მუნიციპალურ, ეკონომიკურ და საზღვაო სექტორებში საქართველოსა და სლოვენიას შორის ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, შეხვედრები გამართა საპორტო ქალაქ კოპერში.

საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს დედაენის დღისადმი მიძღვნილ საგრანტო კონკურსს „ჩემი ენა ქართული“

საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს დედაენის დღისადმი მიძღვნილ საგრანტო კონკურსს „ჩემი ენა ქართული“

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს დედაენის დღისადმი მიძღვნილ საგრანტო კონკურსს „ჩემი ენა ქართული“. კონკურსის მიზანია ქართული ენის სწავლების ხელშეწყობა და ქართული კულტურის პოპულარიზაცია, ასევე, დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერა, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების აქტიური ჩართულობით.

საქართველოში მოგზაურობის მსურველთა საყურადღებოდ!

საქართველოში მოგზაურობის მსურველთა საყურადღებოდ!

გაცნობებთ, რომ „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 2026 წლის 1 იანვრიდან საქართველოში შემომსვლელი ყველა ტურისტისთვის სავალდებულოა ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევის მოქმედი პოლისის ქონა.

ვიზიტი ეროვნულ ბიბლიოთეკაში

ვიზიტი ეროვნულ ბიბლიოთეკაში

25 მარტს, სლოვენიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, კონსტანტინე სურგულაძე შეხვდა სლოვენიის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორს, იანა კოლარს. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის ეროვნული ბიბლიოთეკების თანამშრომლობისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების პერსპექტივაზე.

შეხვედრა სლოვენიის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, სატყეო მეურნეობისა და სურსათის მინისტრთან

შეხვედრა სლოვენიის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, სატყეო მეურნეობისა და სურსათის მინისტრთან

შეხვედრა სლოვენიის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, სატყეო მეურნეობისა და სურსათის მინისტრთან

შეხვედრა „SPIRIT Slovenia“-ში

შეხვედრა „SPIRIT Slovenia“-ში

16 მარტს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სლოვენიაში, ბატონი კონსტანტინე სურგულაძე, შეხვდა სახელმწიფო სააგენტოს „SPIRIT Slovenia“ დირექტორს, ქალბატონ თამარა ზაიეც ბალაჟიჩს.