შეხვედრა „SPIRIT Slovenia’’-ში
2026 წლის 5 ოქტომბერს, საქართველოს ელჩი სლოვენიის რესპუბლიკაში, კონსტანტინე სურგულაძე სლოვენიის მეწარმეობის, ინვესტიციების და ინოვაციების სახელმწიფო სააგენტოს - „SPIRIT Slovenia’’ - დირექტორის მოადგილეს, ნატაშა კოსს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და სლოვენიას შორის ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ისეთ საინვესტიციო პოტენციალის მქონე პრიორიტეტულ სექტორებს, როგორებიცაა ინოვაციები, ბიოტექნოლოგია, ტურიზმი და დაკავშირებადობა. საუბრისას ხაზი გაესვა სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გააქტიურებისა და რელევანტურ უწყებებს შორის მჭიდრო კოორდინაციის მნიშვნელობას.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა დაადასტურეს აქტიური დიალოგის გაგრძელების მზადყოფნა და იმედი გამოთქვეს, რომ ეკონომიკური თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო მჭიდრო და ნაყოფიერი გახდება.
