Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ქართული ფილმების ჩვენების ციკლი ლიუბლიანაში ქართლოს ხოტივარის „სერენადასა“ და ელდარ შენგელაიას „არაჩვეულებრივი გამოფენის“ ჩვენებით გაგრძელდა

სლოვენიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომ, ლიუბლიანას უნივერსიტეტის თეატრის, რადიოს, კინოსა და ტელევიზიის აკადემიასთან თანამშრომლობით, განაგრძო ქართული ფილმების ჩვენებების ციკლი. 10 ივნისს, ნაჩვენები იქნა ქართლოს ხოტივარის „სერენადა“ და ელდარ შენგელაიას „არაჩვეულებრივი გამოფენა“. ჩვენება გაიმართა საქართველოს კულტურის სამინისტროს, საქართველოს ეროვნული კინოცენტრის და ლიუბლიანას უნივერსიტეტის ხელოვნების ფონდის მხარდაჭერით.

 

ღონისძიება გაიხსნა აკადემიის ვიცე-დეკანის, პროფესორ მირან ზუპანიჩის მისასალმებელი სიტყვით და სლოვენიური გუნდის, „კვალის“ მიერ ქართული ხალხური პოლიფონიური სიმღერების შესრულებით.

 

სლოვენიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, კონსტანტინე სურგულაძე  თავის შესავალ სიტყვაში შეკრებილ სტუმრებს შერჩეული ფილმებისა და ქართულ კინემატოგრაფიაში მათი მნიშვნელობის შესახებ ესაუბრა.

 

ღონისძიებას დიპლომატიური კორპუსის, ქართული დიასპორის, სლოვენიის კულტურული და ბიზნეს წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.