საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაცია „ITF – ადამიანის უსაფრთხოების გაძლიერება“ შეხვედრა დირექტორ ტომაჟ ლოვრენჩიჩთან
სლოვენიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კონსტანტინე სურგულაძე შეხვედრა გამართა საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციის „ITF – ადამიანის უსაფრთხოების გაძლიერება“ (ITF-Enhancing Human Security) დირექტორთან ბატონ ტომაჟ ლოვრენჩიჩთან (Tomaž Lovrenčič).
შინაარსიანი და კონსტრუქციული შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები მნიშვნელოვან საკითხებზე, შეეხნენ მიმდინარე გამოწვევებსა და თანამშრომლობის სამომავლო პრიორიტეტებს, ამასთანავე კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზაობა, კვლავაც განაგრძონ წარმატებული თანამშრომლობა.
