შეხვედრა „SPIRIT Slovenia’’-ში
საქართველოს ელჩის შეხვედრა „SPIRIT Slovenia’’-ს დირექტორის მოადგილესთან
საქართველოს ელჩის შეხვედრა „SPIRIT Slovenia’’-ს დირექტორის მოადგილესთან
სლოვენიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომ, ლიუბლიანას უნივერსიტეტის თეატრის, რადიოს, კინოსა და ტელევიზიის აკადემიასთან თანამშრომლობით, განაგრძო ქართული ფილმების ჩვენებების ციკლი. 10 ივნისს, ნაჩვენები იქნა ქართლოს ხოტივარის „სერენადა“ და ელდარ შენგელაიას „არაჩვეულებრივი გამოფენა“. ჩვენება გაიმართა საქართველოს კულტურის სამინისტროს, საქართველოს ეროვნული კინოცენტრის და ლიუბლიანას უნივერსიტეტის ხელოვნების ფონდის მხარდაჭერით.
28 მაისს, ლიუბლიანაში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კონსტანტინე სურგულაძემ მონაწილეობა მიიღო სლოვენიის საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტროს, სლოვენიის სატყეო ინსტიტუტისა და სლოვენიის სატყეო სამსახურის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაში, რომელიც მიეძღვნა ტყის მდგრადი მართვის, გარემოს დაცვისა და კლიმატური გამოწვევების საკითხებს.
2026 წლის 26 მაისს, სლოვენიის ფილარმონიაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა. მიღებას ესწრებოდნენ სლოვენიის რესპუბლიკის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ქვეყანაში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, აკადემიური და კულტურული წრეების, მედიისა და დიასპორის წარმომადგენლები.
საქართველოს ელჩმა სლოვენიაში, კონსტანტინე სურგულაძემ საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად, შეხვედრა გამართა ლიუბლიანას ვიცე-მერებთან — დეიან ცრნეკთან და პროფესორ იანეზ კოჟელთან, ასევე ლიუბლიანას ციხესიმაგრის დირექტორსა და დირექტორის მოადგილესთან — მატეია ვალენტანთან და მარკო ბრუნსკოლესთან. შეხვედრის ფარგლებში, განხილულ იქნა საქართველოსა და სლოვენიას შორის მეგობრული ურთიერთობების შემდგომი გაღრმავება და თბილისსა და ლიუბლიანას შორის თანამშრომლობის შესაძლებლობები. დაფიქსირდა ორივე მხარის ინტერესი ერთობლივი პროექტების განხორციელების მიმართულებით. შეხვედრა თბილ და კონსტრუქციულ გარემოში წარიმართა.
სლოვენიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კონსტანტინე სურგულაძე შეხვედრა გამართა საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციის „ITF – ადამიანის უსაფრთხოების გაძლიერება“ (ITF-Enhancing Human Security) დირექტორთან ბატონ ტომაჟ ლოვრენჩიჩთან (Tomaž Lovrenčič).
7 მაისს, სლოვენიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, კონსტანტინე სურგულაძემ, მუნიციპალურ, ეკონომიკურ და საზღვაო სექტორებში საქართველოსა და სლოვენიას შორის ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, შეხვედრები გამართა საპორტო ქალაქ კოპერში.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს დედაენის დღისადმი მიძღვნილ საგრანტო კონკურსს „ჩემი ენა ქართული“. კონკურსის მიზანია ქართული ენის სწავლების ხელშეწყობა და ქართული კულტურის პოპულარიზაცია, ასევე, დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერა, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების აქტიური ჩართულობით.