შეხვედრა „SPIRIT Slovenia“-ში
16 მარტს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სლოვენიაში, ბატონი კონსტანტინე სურგულაძე, შეხვდა სახელმწიფო სააგენტოს „SPIRIT Slovenia“ დირექტორს, ქალბატონ თამარა ზაიეც ბალაჟიჩს. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და სლოვენიას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობები.
