შეხვედრა სლოვენიის ინფრასტრუქტურის სამინისტროში
5 დეკემბერს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, კონსტანტინე სურგულაძემ, სამუშაო შეხვედრა გამართა სლოვენიის რესპუბლიკის ინფრასტრუქტურის სამინისტროს ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის დირექტორატის გენერალურ დირექტორთან ტომაშ პეჩნიკთან და ამავე სამინისტროს გენერალურ მდივანთან ტანია შარაბონთან.
v შეხვედრის ძირითად თემას საჰაერო ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობა წარმოადგენდა.
v მხარეებმა ერთმანეთს ამ კუთხით არსებული ის კონკრეტული ინიციატივები და პროექტები გააცნეს, რომლებიც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ტურიზმისა და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების წახალისებას.
v გამოითქვა მზაობა გაგრძელდეს აქტიური კომუნიკაცია საავიაციო სფეროში ურთიერთობის შემდგომი გაღრმავების მიზნით.
