ქართული ენის გაკვეთილები ქ.ლუბლიანის სკოლაში
Europe Day 2023 ფარგლებში საელჩომ ტრადიციული ქართული ენის გაკვეთილები ჩაატარა ქ. ლიუბლიანის ერთ-ერთი უდიდესი საშუალო სკოლის მე-7 კლასის ოთხი სხვადასხვა ჯგუფის მოსწავლეებთან, რომლის შემდეგაც მოსწავლეებს საელჩოს სახელით დაურიგდათ საქართველოს შესახებ საჩუქრები (ქართული ანბანი, ბროშურები, კალენდარი, სამახსოვრო ბარათები), ხოლო ყველაზე ბეჯით მოსწავლეებს გადაეცათ წამახალისებელი სამახსოვროები სიმბოლიკით. სასიხარულოა, რომ მზარდი ინტერესის ფონზე ქართული ენის გაკვეთილებმა უკვე ყოველწლიური ტრადიციული ღონისძიების სახე მიიღო, რაც მომავალშიც გაგრძელდება.