საქართველოს ელჩი, ირაკლი კოპლატაძე დაესწრო B2D ფორმატში გამართულ რეგიონალურ კონფერენციას
6 სექტემბერს სლოვენიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივნის, სამუელ ჟბოგარის მოწვევით და სლოვენიის Institute for Strategic Solutions (ISR), SPIRIT Slovenia, Public Agency for Entrepreneurship, Internalization, Foreign Investments and Technology თანაორგანიზებით, სლოვენიაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელებთან ერთად, ქ. მარიბორში B2D ფორმატში საქართველოს ელჩი, ირაკლი კოპლატაძე დაესწრო რეგიონალურ კონფერენციას: Regional Net 0 Business-to-Diplomacy (B2D) Event, რომლის ფარგლებშიც გაიმართა ელჩის შეხვედრები სახელმწიფო მდივანთან, ქ. მარიბორის მერთან და კონფერენციაში მონაწილე ბიზნესმენებთან.