Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს ელჩმა მიიღო სლოვენიის თავდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი

 9 სექტემბერს სლოვენიის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა, ირაკლი კოპლატაძემ საელჩოში მიიღო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში ინგლისური ენის შესაძლებლობების განვითარების კომპონენტის საინიციატივო გუნდის ლიდერი, სლოვენიის თავდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, ქ-ნი დუბრავკა ზუპანეცი, რომელიც 1 ოქტომბრიდან შეუდგება თავისი გრძელვადიანი მისიის განხორციელებას საქართველოში.
მადლობას ვუხდით სლოვენიის რესპუბლიკას საქართველოს თავდაცვისუნარიანობის, თავსებადობისა და მედეგობის შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში შეტანილი წვლილისთვის.