საქართველოს ელჩმა შეხვედრა გამართა სლოვენიის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერთან
28 თებერვალს, საქართველოს ელჩმა ირაკლი კოპლატაძემ შეხვედრა გამართა სლოვენიის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერთან და შრომის, ოჯახის, სოციალური დაცვისა და თანაბარი შესაძლებლობების მინისტრთან, ლუკა მესეცთან, რომლის ფარგლებში განხილულ იქნა სოციალურ და დასაქმების სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები.