თბილისსა და ლიუბლიანას შორის თანამშრომლობა
საქართველოს ელჩმა სლოვენიაში, კონსტანტინე სურგულაძემ საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად, შეხვედრა გამართა ლიუბლიანას ვიცე-მერებთან — დეიან ცრნეკთან და პროფესორ იანეზ კოჟელთან, ასევე ლიუბლიანას ციხესიმაგრის დირექტორსა და დირექტორის მოადგილესთან — მატეია ვალენტანთან და მარკო ბრუნსკოლესთან.
შეხვედრის ფარგლებში, განხილულ იქნა საქართველოსა და სლოვენიას შორის მეგობრული ურთიერთობების შემდგომი გაღრმავება და თბილისსა და ლიუბლიანას შორის თანამშრომლობის შესაძლებლობები. დაფიქსირდა ორივე მხარის ინტერესი ერთობლივი პროექტების განხორციელების მიმართულებით.
შეხვედრა თბილ და კონსტრუქციულ გარემოში წარიმართა.
შეხვედრის დასასრულს, მხარეები აქტიური კომუნიკაციის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.
