ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება სლოვენიასთან
2026 წლის 16 იანვარს, სლოვენიაში საქართველოს ელჩმა, კონსტანტინე სურგულაძემ შეხვედრა გამართა სლოვენიის სავაჭრო-სამრეწველო პალატის საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, მატეი როგელთან.
საუბარი შეეხო სამრეწველო კავშირების გაფართოებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს ორივე მხარისთვის საინტერესო სხვადასხვა სექტორში.
