Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საერთაშორისო დიპლომატიური საქველმოქმედო ბაზრობა SILA-2022

15 ოქტომბერს ლუბლიანაში, სლოვენიის ხელისუფლებისა და ლიუბლიანის მერის პატრონაჟით, გაიმართა ტრადიციული საერთაშორისო დიპლომატიური საქველმოქმედო ბაზრობა SILA-2022, სადაც სლოვენიაში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან ერთად, საქართველოს საელჩოც იღებდა მონაწილეობას.
საქართველოს საელჩომ, სადაც სპეციალურად ორგანიზებულ საქართველოს კუთხეში წარმოდგენილი იყო ქართული კულტურისა და ანბანის შესახებ ვიზუალური მასალა, ასევე ქართული ღვინო, ბრენდი და სხვა პროდუქცია, მობილიზაცია გაუკეთა საქველმოქმედო რესურსებს, რომელიც მიმართულ იქნა სლოვენიის შეზღუდული შესაძლებლობისა და გაჭირვებული ბავშვების დასახმარებლად, რისთვისაც სლოვენიის ხელისუფლებისა და ორგანიზატორების მადლობა დაიმსახურა. ღონისძიება ასევე მიზნად ისახავდა საქართველოს, მისი კულტურისა და პროდუქციის პოპულარიზაციას.
საელჩო განსაკუთრებულ მადლობას უხდის მის ყველა თანამშრომელს და სლოვენიაში მოღვაწე ცნობილ ქართველ ყოფილ კალათბურთელს, ვლადიმერ ბოისას, გაწეული დახმარებისათვის!