Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

სლოვენიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო ქალაქ კოპერში მუნიციპალურ, ეკონომიკურ და საზღვაო სფეროებში თანამშრომლობას აძლიერებს

7 მაისს, სლოვენიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, კონსტანტინე სურგულაძემ, მუნიციპალურ, ეკონომიკურ და საზღვაო სექტორებში საქართველოსა და სლოვენიას შორის ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, შეხვედრები გამართა საპორტო ქალაქ კოპერში.

ქალაქის მერთან, ალეშ ბრჟან შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა რეგიონული თანამშრომლობის, ვაჭრობის, ტურიზმისა და კულტურის სფეროში ურთიერთობის გაღრმავებაზე.

გარდა ამისა, კონსტანტინე სურგულაძემ შეხვედრა გამართა კოპერის პორტის მმართველი საბჭოს წევრ კაპიტან გრეგორ ბელიჩთან. განხილვის საგანი იყო ლოგისტიკური კავშირის გაუმჯობესება და ორ ქვეყანას შორის საერთაშორისო ვაჭრობისთვის ტვირთბრუნვის ხელშეწყობა.

ვიზიტის ფარგლებში, ასევე შედგა ელჩის შეხვედრა პრიმორსკას სავაჭრო-სამრეწველო პალატის დირექტორთან, რობერტ რაკართან. მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერების, სავაჭრო თანამშრომლობის ხელშეწყობისა და ორ ქვეყანას შორის ბიზნეს პარტნიორობის განმტკიცების გზები.