შეხვედრა სლოვენიის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, სატყეო მეურნეობისა და სურსათის მინისტრთან
სლოვენია, 2026 წლის 17 მარტი - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ბატონმა კონსტანტინე სურგულაძემ, შეხვედრა გამართა სლოვენიის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, სატყეო მეურნეობისა და სურსათის მინისტრთან, ქალბატონ მატეია ჩალუშიჩთან.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ მჭიდრო და აქტიურ კომუნიკაციას ორმხრივი ურთიერთობების გასაძლიერებლად ისეთ სფეროებში, როგორიცაა აკვაკულტურის მართვა და სატყეო მეურნეობა. ასევე მოხდება გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება მაღალი ხარისხის სათესლე მასალის წარმოებისა და სერტიფიცირების მიმართულებით.
მხარეებმა ასევე ხაზი გაუსვეს ღვინის წარმოების მდიდარ ტრადიციასა და ხარისხს ორივე ქვეყანაში, აღნიშნეს არსებული მსგავსებები და იმსჯელეს ურთიერთ საინტერესო სფეროებში საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებაზე.
