Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ლიუბლიანაში საერთაშორისო სატყეო ღონისძიება

28 მაისს, ლიუბლიანაში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კონსტანტინე სურგულაძემ მონაწილეობა მიიღო სლოვენიის საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტროს, სლოვენიის სატყეო ინსტიტუტისა და სლოვენიის სატყეო სამსახურის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაში, რომელიც მიეძღვნა ტყის მდგრადი მართვის, გარემოს დაცვისა და კლიმატური გამოწვევების საკითხებს.
სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს ელჩმა მადლობა გადაუხადა სლოვენიის სატყეო სამსახურს საქართველოს ეროვნულ სატყეო სააგენტოსთან მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და ორ უწყებას შორის არსებული პარტნიორობის მომავალშიც გაგრძელებისა და კიდევ უფრო გაღრმავების იმედი გამოთქვა.