Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

მისასალმებელი სიტყვა

სლოვენიაში მცხოვრებო თანამემამულენო,

 

მოგესალმებით სლოვენიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ვებ-გვერდზე. მოხარული ვარ, რომ გვეწვიეთ და დაინტერესდით ჩვენი მუშაობით.

ჩემს საქმიანობას სლოვენიაში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე 2025 წლის აპრილში სლოვენიის პრეზიდენტის, მისი აღმატებულება, ნატაშა პირც მუსარისთვის რწმუნებათა სიგელების გადაცემის შემდეგ შევუდექი. მანამდე, წლების განმავლობაში, ვმუშაობდი საგარეო საქმეთა სამინისტროში და ბოლო პერიოდში ვხელმძღვანელობდი ჩვენს საელჩოებს იტალიაში, მალტაში, სან-მარინოსა და  ნიდერლანდებში.

მსურს უღრმესი პატივისცემა გამოვხატო სლოვენიაში მყოფი მცირერიცხოვანი მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ქართული დიასპორის წარმომადგენლების მიმართ. მაშინ, როდესაც სამშობლოს გარეთ ვცხოვრობთ, ჩვენ ყველანი წარმოვადგენთ ჩვენს ქვეყანას.

სწრაფად ცვალებად გარემოში, ჩვენი ეს მისია, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ გვყავს დიასპორა, რომელიც წარმოადგენს ჩვენს ქვეყანას სლოვენიაში. თქვენთან და ჩემს გუნდთან ერთად, მჯერა, შევძლებთ დავაინტერესოთ სლოვენიელი პოლიტიკოსები, სტუდენტები, კულტურისა და ბიზნეს სფეროს წარმომადგენლები, ჩვენი მეგობრები და ნაცნობები ჩვენი ქვეყნის იმ ღირსშესანიშნაობებითაც, რომელიც მას განსაკუთრებულს, მიმზიდველს და სტაბილურს ხდის. ერთად, შევძლებთ დავაახლოვოთ ბევრი მიმართულებით მსგავსი ორი ქვეყანა, საქართველო და სლოვენია.

გლობალური ცვლილებებისა და კრიზისების ეპოქაში, მეტად მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, დიასპორას, უცხო ქვეყანაში, კონტაქტი ჰქონდეს საქართველოს წარმომადგენლობასთან, რადგან ერთიანი ძალისხმევით უფრო ეფექტურად გავუმკლავდებით დღევანდელობის ყველა გამოწვევას.

სლოვენიურ-ქართულ კავშირებს განვითარების უდიდესი პოტენციალი გააჩნია, ხოლო მტკიცე და სტაბილური ურთიერობა ხშირად ცალკეული ადამიანების დამსახურებაა. ასეთ ადამიანებთან კავშირის ქონა და მათი ხელშეწყობა არის ერთ-ერთი ის ამოცანა, რომელზე მუშაობაც განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიმაჩნია.

აქვე, აღსანიშნავია, რომ ჩვენი საელჩო მუდმივად მზად არის საკონსულო მომსახურება გაუწიოს თანამემამულეებს, რომლებიც ცხოვრობენ ან დროებით იმყოფებიან სლოვენიაში. 

ნებისმიერი დამატებითი შეკითხვის არსებობისას, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ამ ვებ-გვერდზე მითითებულ საკონტაქტო რეკვიზიტებზე.

მოხარული ვიქნებით, თუ თვალს მიადევნებთ ჩვენს სოციალურ ქსელებსაც: https://www.facebook.com/GeorgiainSlovenia; x.com/GeoinSlovenia. ამ შემთხვევაში, საშუალება გექნებათ, რეგულარულად გაეცნოთ ინფორმაციას საქართველო-სლოვენიის ორმხრივ ურთიერთობებზე, სლოვენიაში დაგეგმილ საქართველოსთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე, ასევე იმ სიახლეებზე, რომლებიც ემსახურება ორი ქვეყნის ურთიერთობის გაღრმავებას პოლიტიკის, ეკონომიკის, ტურიზმის, მეცნიერების, კვლევის, ინოვაციის, კულტურის თუ სხვა სფეროებში.

 

პატივისცემით,

 

კონსტანტინე სურგულაძე

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი